ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა ფანტაზიაც არ უნდა ჰქონდეთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, მე ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის”

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა  ეგზიტპოლების შედეგებთან დაკავშირებით “საზოგადოებრივ მაწუყებელთან” ისაუბრა. მისი თქმით, მას ეგზიტპოლების და “ზღაპრების არ სჯერა” და თავისი ხმებისთვის ბრძოლას აპირებს:

„ჯერ შედეგებზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, ეგზიტპოლებზე და ზღაპრებზე ლაპარაკი არ მინდა. ერთი საათის წინ გავმართე პრესკონფერენცია და ვთქვი, რომ ქართული ოცნება თავის თავს 54% ან 58% დაუწერსო და ძალიან საინტერესოდ ემთხვევა. რა თქმა უნდა ეს შემთხვევითი არაა. უბნები რამდენიმე წუთის წინ დაიხურა, ჯერ არავინ არ იცის. მადლობა მხარდამჭერებს, მე პირობას ვდებ, რომ ვინც არ უნდა წეროს და რა ფანტაზიაც არ უნდა ქონდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მე ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის. გადამწყვეტი ეტაპია ხმების დათვლა.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

შეგახსენებთ, რომ “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება. “ედისონ რისერჩის” ინფორმაციით, ცდომილება 3%-იქნება.

პირველ ადგილზე 54%-ით არის კახი კალაძე, 15% -ზაალ უდუმაშვილი, 14%- ალეკო ელისაშვილი.

იტვირთბა....