ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: მეორე ტურამდე ცოტა დრო დარჩა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ დროში ამომრჩევლებს კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ელისაშვილის განცხადებით, ამომრჩევლების აქტივობა უმნიშვნელოვანესია გაყალბების მექანიზმის ჩასაშლელად.

„ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ნებისმიერ გაყალბების მექანიზმს ჩაშლის და ნებისმიერ “კარუსელს” დაჯაბნის. ამდენად გთხოვთ არ დარჩეთ სახლში და მოხვიდეთ არჩევნებზე. სამი საათი დარჩა მეორე ტურამდე და საბოლოო გამარჯვებამდე. ხედავთ როგორ ნერვიულობს “ქართული ოცნება”. მიზანთან ძალიან ახლოს ვართ.”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო დარღვევებს ხაზი გაუსვა. მან განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლება თბილისის სხვადსხვა რაიონებში, 5 უბანზე დააფიქსირეს ზეწოლის ფაქტები როგორც დამკვირვებლებზე, ისე ამომრჩეველზე.

“ამომრჩევლებს ადგანან თავზე და აიძულებენ პირადი ნომერი უთხრან. ეს არის ამომრჩევლის ნებაზე ზეოწლა” – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....