ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ოპოზიციას რეალური შანსი აქვს, რომ “ქართული ოცნება” დაამარცხოს

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ამომრჩეველს კიდევ ერთხელ აქტიურობისკენ მოუწოდა.

„სულ რამდენიმე საათი დარჩა არჩვენების დასრულებამდე, რამდენიმე საათი დარჩა, რომ თბილისში მოქალაქეების თავისუფალი ნებით ჩვენ მოვუტანოთ სასიკეთო ცვლილებები. შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და მოვიტანოთ თბილისში განვითარება. დღეს ჩვენ მთელი დღეა ვუყურებთ შეშინებულ ქართულ ოცნებას და მის კანდიდატს, რომელიც ყველაფერს შვება, ადმინისტაციული რესურსის გამოყენებას, აღრიცხავენ მოქალქეებს, არის მობილიზება უბნებთან, პირდაპირ ძალით მოყავთ ხალხი არჩვენებზე იმიტომ, რომ მათ ესმით, რომ ისინი აგებენ ამ არჩევნებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არ არის ძლიერი.

იმისთვის, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და ოცნებამ აგოს პასუხი უამრავ ტყუილზე, რომელიც უთხრა მოსახლეობას. მე მოვუწოდებ ჩემს ამომრჩეველს, ყველა ოპოზიციურ ძალას, არ დაიზაროთ მოდით არჩვენებზე, რადგან ეს არის ჩვენი შანსი მივცეთ განვითარება ამ ქალაქს. ეს არის ჩვენი შანსი დემოკრატიულად შევცვალოთ ხლისუფლება და მთლიანად ქვეყნაში მოვიტანოთ პოზიტიური ცვლილებები, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, “ქართული ოცნება” შეშინებულია და ოპოზიციას აქვს გამარჯვების რეალური შანსი. მან ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, რომ უნდა მოხდეს ძალების მობილიზება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნება არის შეშინებული, პანიკაში ყველაფერი ამაზე მიუთითებს მათ შორის კალაძის ბრიფინგი. ოპოზიციას აქვს რეალური შანსი დაამარცხოს “ქართული ოცნება”. ამიტომ დარჩენილ დროში უნდა მოხდეს ყველა ოპოზიციური ძალის მობილიზება“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....