მარნეულში სპეცრაზმი ჩაიყვანეს.
ისინი პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს. ავტობუსების გარდა ესკორტში არის რამდენიმე სპეცდანიშულების მანქანაც. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან.
შს სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან პარტიის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ,-ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. თავდასხმის შედეგად დაჭრილია პარტიის 5 წევრი. საქმე 117- ე მუხლით აღიძრა. ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.
თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.
იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.