ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენს მხარდამჭერს ბუკიას ბაღთან, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”

“ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მის მხარდამჭერს, რომელიც ბუკიას ბაღთან იმყოფებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩვენი მხარდამჭერს, რომელიც იდგა ბუკიის ბაღთან , ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, უცნობი პირი მიიჭრა მასთან და ხელი გაარტყა. გამოძახებულია სასწრაფოც და საპატრულო პოლიციაც. მე მოვუწოდებ შსს დაუყურენბლივ ამოიღონ კამერები და დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება. დაგინდეს იმ ადამიანობის ვინაობა ვინც ეს ჩაიდინა. საქმე არ უნდა გაჭინაურდეს და უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ სასაწრფო წესით მოხდეს ადამიანის დაკავება, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, რომ ფიზიკური დაპირისპირებით არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის წარმოება და უარი თქვას ძალადობაზე. დააწყანარონ და დაამშვიდონ თავიანთი აქტივისტები, რომლებიც ახლა ტელეფონებზე რეკავენ და უარს იღებენ ამომრჩევლის მხარდაჭერაზე. მესმის, რომ ეს გარკვეული აგონიური ქმედებაა ამ ადამინების მხრიდან მაგრამ არჩევნბი უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

იტვირთბა....