ალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთლოს რაიონში, 45-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. თბილისის მერობის დმაოუკიდებელი კანდიდატი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
”ჩვენ მხარი დავუჭირეთ ქალაქის გადარჩენას, ვინაიდან ქალაქი არის მძიმე დღეში. ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა, კორუფციის ჭაობშია და აუცილებელია ცვლილება. სუფთა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს ცვლილება. მე და ჩემმა ოჯახმა შემოვხაზეთ და მხარი დავუჭირეთ ცვლილებას. უნდა გადავარჩინოთ ეს ქალაქი. მე მჯერა, რომ ამ საღამოს შევიტყობ სწორედ ქალაქის გადარჩენის შესახებ ამბავს და შედეგები იქნება სწორედ ცვლილების სასარგებლოდ”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მეორე ტურთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის გამარჯვებისთვის იბრძვის და სჯერა ამომრჩევლის სიბრძნის.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.