ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნები ზუგდიდში: საარჩევნო კარუსელების მცდელობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის 49-ე უბანზე “კარუსელების” გამოყენების მცდელობა იყო.

წითლიძის თქმით, ასეთივე მცდელობა დაფიქსირდა ასევე კახათის 50- ე უბანზეც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ათამდე უცნობი პირი ცდილობდა უბანზე შესვლას, მათ ჰქონდათ ყალბის პასპორტები”.
მისივე თქმით, „კარუსელების“ გამოყენების მცდელობა დაფიქსირდა ასევე კახათის 50- ე უბანზეც.

ანა წითლიძის განცხადებით, “კარუსელების” გამოყენება „ქართული ოცნების“ შტაბის და მისი „საიდუმლო ხელმძღვანელი“, დავით დავითულიანის ორგანიზებით ხდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....