ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისი დაარბიეს

გამთენიისას ნაძალადევის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან თხელაძის ოფისში შეიჭრნენ.

როგორც შტაბის უფროსი აცხადებს, სავარაუდოდ წაღებული არაფერია, თუმცა ოფისი არეული, ნივთები კი ამოყრილი დახვდათ.

“დილით რომ გადმოვედით ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა ოფისი გატეხილი. დილიდან მუშაობენ კრიმინალისტები და ველოდებით პასუხს რა იქნება. კომპიუტერი ჩართული დაგვხვდა, უჯრები გამოღებული, ამოყრილი ყველაფერი,“ – განაცხადა შტაბის უფროსმა გიორგი ჯანიბეგაშვილმა.

ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იტვირთბა....