ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ელენე ხოშტარია ხმის მისაცემად ფალიაშვილის მე-12 უბანზე მივიდა

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა ფალიაშვილზე, 165-ე საჯარო სკოლის შენობაში არსებულ უბანზე მისცა.

არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კომენტარი გააკეთა:

”ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ სწორედ ამას მოიტანს. ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის გაკეთებას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....