ახალი ამბები მთავარი სამართალი

უვადოდ გამწესებული მოსამართლეების ვინაობა ცნობილია

მოსამართლის მანტიას თამარ ალანია უვადოდ მოირგებს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში გაამწესეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ იუსტიციის საბჭომ მიიღო.

იუსტიციის საბჭოს ძველი შემადგენლობის კიდევ ერთი წევრი, მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 11 ხმით უვადოდ გაამწესეს.

უვადოდ გამწესდა, 10 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილიც.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ 38 კანდიდატს კენჭი უყარეს.

იტვირთბა....