aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოწამლული აღსაზრდელის დედა: გაფრთხილებულიც ვიყავით, რომ არ შეიძლება ტორტის შეტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ილემის ბაღში სასწავლო პროცესი უკვე ორი დღეა შეწყვეტილია. ბაღის დირექტორის თქმით, ერთ-ერთი აღსაზრდელის დაბადების დღეზე დედამ ბაღში უნებართვოდ ტორტი მიიტანა, დაახლოებით 2 საათის შემდეგ კი აღსაზრდელებს ინტოქსიკაცია დაეწყოთ.

,,შვილი წელს პირველად მივიყვანე ბაღში და მინდოდა ბავშვები გამეხარებინა. ისე მივიტანე არავისთვის მითქვამს და ჩემი დანაშაულია, რომ არ ვიკითხე. გაფრთხილებულიც ვიყავით მშობელთა კრებაზე, რომ არ შეიძლება ტორტის შეტანა. როცა შვილს ეხება საქმე, არ ვუსმენთ არც უფროსს, არც დირექტორს და არავის. სხვა საკვები მათ არანაირად არ მოწამლავდა“, ამბობს ბავშვის დედა სალომე კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს სოფელ ილემის ბაღში 11 ბავშვი მოიწამლა. ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელი მალევე სახლში გაწერეს და მათ დიეტური კვების რეჟიმი დაუნიშნეს -ინფორმაცია, ზესტაფონის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზოია ლელაძემ დაადასტურა.

ფოტო: იმედინიუსი

იტვირთბა....