ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კოლეგების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ გამართული თათბირიდან გამოსულმა ჯანეზაშვილმა განაცხადა. ამასთანავე, 11:00 საათზე ჩანიშნული სხდომა, სადაც იუსტიციის საბჭოზე 38 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხი უნდა განიხილონ ამდრომდე არ დაწყებულა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეებს, რომელთაც უვადო გამწესებაზე განცხადებები აქვთ წარდგენილი, უმეტესობას უარყოფითი შეფასება მისცა. ამას საბჭოს წევრებისგან უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. ჯანეზაშვილის განცხადებით, მას უცენზურო და არაეთიკური გამონათქვამებით მიმართეს.

ჯანეზაშვილი უვადო გამწესებაზე წარდგენილი მოსამართლეების ნაწილს არაკეთილსინდისიერს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში 38 მოსამართლის საკითხის გადაწყვეტაა. კენჭისყრაზე 3 წლიანი ვადით დანიშნული ის იურისტები გადიან, ვინც საბჭოს განცხადებით მიმართა. მათ შორის არიან თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია.

როგორც ცნობილია, ლევან მურუსიძეს უვადოდ გამწესებაზე განცხადება არ შეუტანია.

იტვირთბა....