განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მასწავლებლის მიერ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფარულად გადაღებული ვიდეომასალის შესახებ ახსნა-განმარტებას ავრცელებს.
როგორც უწყების მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, ეს კადრები 2012 წლით თარიღდება და თბილისის მე-8 საჯარო სკოლაშია გადაღებული. რაც შეეხება პედაგოგს, ის, სამსახურიდანაა დათხოვილი.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ცნობით, 2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს.
2016-2017 სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ძალადობის ფაქტები. ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებიც.
ანგარიშის მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ხელის წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას.