“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ზაზა ხუციშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“არის უმძიმესი თავდასხმა. არანაირი ინფორმაცია 10 საათამდე არ მქონდა. ჩემს კომენტარში ვიგულისხმე, რომ ეს ინციდენტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი. რაც შეეხება ხელწერას, ვადასტურებ, რომ პროვოკაციების მოწყობა წლიდან წლამდე “ნაციონაური მოძრაობის” ხელწერაა. წლებია, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ეს რაიონი რჩება ცხელ წერტილად. ნაციონალები როცა მოდიოდნენ, მაშინაც გვახსოვს ქვების სროლა, მცირე სისხლის ზღვრა და ა.შ. გუშინ რაც მოხდა, ეს არის სულ სხვა კონტექსტში. სამართალდამცველებიც და პოლიტიკური ლიდერებიც მიუთითებენ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული არ აქვს.
“ეს, რომ ყოფილიყო ისეთი ინციდენტი, რაც აქამდეც ხდებოდა, წაკინკლავება – მე დაახლოებით ასე მქონდა წარმოდგენილი ის თუ რა მოხდა გუშინ. ეს სიმძიმე, რაც უკავშირდება ცეცხლსასროლ იარაღს, კანდიდატთან ასეთი მძიმე დანაშაულის დაკავშირება, მე ცოტა მიჭირს.
თვითონ დანაშაულის სიმძიმე გამოიკვეთა ძალიან მძიმე დანაშაულად. ეს არის შეიარაღებული თავდასხმა ავტომატური იარაღის გამოყენებით. პოლიტიკურ პროცესებში მე ასეთი რამ არ მახსოვს. ეს უფრო გავს ანგარიშსწორებას. ანგარისწორებას, რომელსაც აქვს უფრო სხვა ტიპის საფუძველი. დაველოდოთ გამოძიებას. პასუხიმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფებამ.” – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან პარტიის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ,-ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. თავდასხმის შედგად დაჭრილია პარტიის 5 წევრი.საქმე 117- ე მუხლით აღიძრა. ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.