ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მარგველაშვილი შემთხვევით მოხვედრილი პრეზიდენტია”

პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი. მან მარგველაშვილს შემთხვევით მოხვედრილი პრეზიდენტი და არათანმიმდერული პოლიტიკოსი უწოდა.

“მარგველაშვილი შემთხვევით მოხვედრილი პრეზიდენტია და მისი ყოველი ნაბიჯი ამას კიდევ ერთხელ ამოწმებს. ჩემი აზრით, აბსოლუტურად არათანმიმდევრულია, თუ აპირებდა ხელი მოეწერა და ეს საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ხელმოწერა წმინდა ფორმალური ხასიათისაა და პოლიტიკური განაცხადია. თუ დოკუმენტი არ ვარგა, თუ დოკუმენტში მრავალი ნაღმი დევს, მაშინ არც ხელმოწერით არ უნდა აეღო პასუხისმგებლობა. კონსტიტუციას ხელს მოაწერდა ბატონი კობახიძე, რომელიც პოლიტიკაში 1 წელია მოვიდა და უკვე ღრმა, დიდი და სქელი ვარდისფერი სათვალეებით უყურებს ცხოვრებას. ის მოაწერდა ხელს და მივიღებდით ერთპარტიულ კონსტიტუციას და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მარგველაშვილი არის არათანმიმდევრული ადამიანი, არათამიმდევრული პოლიტიკოსი, შემთხვევით მოხვედრილია ამ თანამდებობაზე, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, უგერგილო და უხერხემლოა.

ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სახიფათო კონსტიტუცია. კონსტიტუცია, რომელიც შეიცავს ნაღმებს. კონსიტუცია, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის შეიცავს ნაღმებს. კონსტიტუცია, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს. კონსტიტუცია, რომელიც ღალატობს და 90-ანური წლების ველური პრივატიზაციის მსგავსს შეთქმულებას უქადის ქართველ გლეხს. ვითომ გლეხზე და ქართულ მიწაზე ზრუნვით არის გაჯერბული. რატომ თამაშობს ეს ხალხი გაუგებარ პინგპონგს, მაშინ დაეწერა ვეტოში ის მუხლები რასაც უმრავლესობა სთავაზობდა. გაუგებარია ამ ხალხის ლოგიკა,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ მთავრობა გააკრიტიკა და ამ მთავრობასი, ბიძინა ივანიშვილს როლზე ისაუბრა.
“ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს, რადგან ის დაკავებულია უფრო მნიშვნელოვანი საქმით. მას, რაც სჭირდება ეს მთავრობა 5-ანზე აკეთებს. სრული დისფუნქციურობა დ სრული პოლიტიკური იმპოტენცია ახასიათებს ამ მთავრობას. ერთადერთი, რასაც 5-ანზე აკეთებს ესაა, ის რაც პირადად ეხება ივანიშვილს. დაწყებული ხეების აქეთ-იქით ტარებით, დამთავრებული რამდენიმე დღის წინ საკრებულოში მომხდარი ამბებით. ივანიშვილი ერთვება თუ არა ამით არაფერი იცვლება. ეს ადამიანი ქართული ოცნების ზედნაშენია ” – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციაზე დადებული ვეტოს დაძლევის შემდეგ, პროცედურა ითვალისწინებს მასზე პრეზიდენტის (ან უარის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის) ხელმოწერას, რაც მარგველაშვილმა გააკეთა კიდეც და ამ პროცესს მან სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.

იტვირთბა....