ახალი ამბები მთავარი სამართალი ჯანდაცვა

ოთარ აბესაძეს, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ

მერიის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ, -ამის შესახებ “მეტრონომს” აბესაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ბრალდებულისთვის გამოკვლევების ჩატარების საჭიროება სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი. ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა. ამჟამად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ოთარ აბესაძეს ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს გადაიყვანენ.

იტვირთბა....