ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მარგველაშვილს რამდენიმე დღის წინ გახსენებოდა რომ პრეზიდენტი იყო…”

ანალიტიკოსი და პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“კონსტიტუცია და ხელმოწერა, გადასარევი, მაგრამ მარგველაშვილს რამდენიმე დღის წინ რომ გახსენებოდა, რომ პრეზიდენტი იყო და მთავარსარდალი, როცა აფხაზეთიდან ჩამოსვენებულ გმირებს ასე უხმაუროდ კრძალავდა ქვეყანა: გლოვის დღე გამოეცხადებინა ან მოეწოდებინა სკოლებისთვის, სტუდენტებისთვის, ერისთვის და ბერისთვის, სავალდებულო წესით მისულიყვნენ პატივის მისაგებად, ეს დღე გმირობის დღედ დაეწესებინა და ა.შ. მე მგონი უფრო შერჩებოდა მოქალაქეთა მეხსიერებას, ვიდრე იმ კონსტიტუციის ხელმოწერით, რომელიც, კიდევ ბევჯერ შეიცვლება”. – წერს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციაზე დადებული ვეტოს დაძლევის შემდეგ, პროცედურა ითვალისწინებს მასზე პრეზიდენტის (ან უარის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის) ხელმოწერას, რაც მარგველაშვილმა გააკეთა კიდეც და ამ პროცესს მან სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.

პრეზიდენტის ბრიფინგს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და მარგველაშვილს “ოპოზიციის პრეზიდენტი” უწოდა.

იტვირთბა....