არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: „იმედში“ შევარდნა, ეს იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა”

თბილისის მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი პარტიის წარსულ შეცდომებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი დიდი შეცდომა ტელეკომპანია “იმედის” დარბევა იყო. ის ასევე ახსენებს ციხის კადრებს და 7 ნოემბრის ამბებს. როგორც უდუმაშვილი აცხადებს, ის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ამის შესახებ მან “აიპრესთან” ისაუბრა:

“მაგალითად, როდესაც ციხის კადრები გამოქვეყნდა, მაშინ უკვე ღიად გამოვხატე ჩემი პოზიცია. 7 ნოემბრის თემაზე, „იმედში“ შევარდნა, ეს იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მოხდა ტელევიზიის დარბევა. ამაზეც ღია პოზიცია მქონდა. ახლაც ღიად დავაფიქსირებ პოზიციას, არ მაქვს მაგის პრობლემა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ბუნებრივია, “ნაცმოძრაობის” წარსულზე მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. მე შემიძლია ვისაუბრო შეცდომებზე. ხელისუფლების პერიოდში რა შეცდომები დაუშვა „ნაცმოძრაობამ“. საუბარი ერთია და შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება, მეორე. რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მე მაშინ ვიყავი ჟურნალისტი, რომელიც გარედან აშუქებდა ამ ყველაფერს”, – დასძინა თბილისის მერობის კანდიდატმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....