მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალების გასარკვევად ადგილზე ჩასვლას გეგმავენ „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დამკვირვებლები. NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ინციუდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის.
“შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენს დამკვირვებლებს დავავალეთ ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. ნებისმიერი სახის ძალადობა არჩევნების დროს მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ეს ინციდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის,” – განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.
სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან გუშინ საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.