ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის პრეზიდენტია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, რომელიც ვეტოს გადალახვის შემდეგ ხელმოწერას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი ჩიხში შევიდა და ეს გამოჩნდა გუშინდელი მისი ბრიფინგიდან.

“საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩიხშია. ის აშკარად მიხვდა, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი დემოკრატიული და ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამიტომ უმნიშვნელო პროცედურას, რომელსაც ვეტოს დაძლევის შემდეგ ხელმოწერა ჰქვია, და რომელსაც მხოლო ტექნიკური დატვირთვა აქვს, ბრიფინგი დაუთმო. სიმართლე გითხრათ, მე მისი ბრიფინგიდან შინაარსი ვერ გამოვიტანე. ერთი ფაქტია, რომ მარგველაშვილი დღეს ოპოზიციის პრეზიდენტია და ამ ბრიფინგმა ეს ნათლად აჩვენა” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციაზე დადებული ვეტის დაძლევის შემდეგ, პროცედურა ითვალისწინებს მასზე ხელმოწერას, რაც მარგველაშვილმა გააკეთა კიდეც და ამ პროცესს მან სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.

იტვირთბა....