არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავრცელებული ცნობით, მარნეულში “ქართული ოცნების” წევრები დაჭრეს

სროლა მარნეულში – “მეტრონომის” ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში, ,,ქართული ოცნების” ოფისთან საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება. ამ დროისთვის უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე გაემგზავრნენ “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი.

იტვირთბა....