ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილმა ასწლოვანი ხის გადარგვის პროცესი ახლა უკვე სამეგრელოდან დაიწყო

ასწლოვანი ხის გადარგვის პროცესი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამჟამად სამეგრელოდან დაიწყო.  ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ხის გადარგვის პროცესი სოფელ ინგირში მიმდინარეობს. იმ კომპანიაში, რომელიც ხის გადარგვის სამუშაოებს ახორციელებს, აცხადებენ,  რომ პროცედურა კანონის სრული დაცვით ხდება და ივანიშვილმა ხე კერძო პირისგან იყიდა.  ფუნდამენტი უკვე ამოღებულია და მას უახლოეს მომავალში საავტომობილო პლატფორმაზე გადაიტანენ.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ასწლოვანი ხეების  გადარგვას ივანიშვილი სამეგრელოს რამდენიმე სოფლიდან გეგმავს.

 

იტვირთბა....