ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“როგორც იქნა, ლაივი დიდებულ საქართველოში – ორი შოუ!”- წერს Bjork-ი, სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ასევე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ.
თბილისში, SOU ფესტივალის 2017 წლის პროგრამის ფარგლებში ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის ორი კონცერტი გაიმართება. კონცერტები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი ონლაინ www.tkt.ge-ზე. თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში კი, 17 ოქტომბრიდან.
ფასი: 50 ლარიდან – 570 ლარამდე.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი ონლაინ www.tkt.ge-ზე. ოპერის სალაროებში კი, 17 ოქტომბრიდან.
ფასი: 80 ლარიდან -750 ლარამდე.