ახალი ამბები მთავარი სამართალი

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულს 12-წლიანი სასჯელი 3-მდე შეუმცირდა

ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ლევან მექვაბიშვილს, რომელსაც სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.
როგორც ირკვევა, საპროცესო შეთანხმება თავად დაზარალებულთან შეთანხმებით, სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.
შეგახსენებთ, პეტრიაშვილს 2016 წლის თებერვალში დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ თავდასხმის ბრალდებით ლევან მექვაბიშვილი დააკავა. რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

იტვირთბა....