ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება 67-ე სკოლასთან: ადგილზე სასწრაფო დახმარება მივიდა

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, მასწავლებელი ასევე ბავშვების ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარცხყოფაშია შემჩნეული. მშობელი მასწავლებლის მიმართ მკაცრ რეაგირებას ითხოვს.

რამდენიმე წუთის წინ კი სკოლასთან სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. არსებული ინფორმაციით, იმ კლასის დამრიგებელი გახდა ცუდად, რომლის მოსწავლეებიც სკოლის წინ დგანან და რომელ კლასშიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე სწავლობს.

ეთნიკურ დისკრიმინაციაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სკოლის მოსწავლეთა ნაწილი. ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ 67-ე სკოლასთან. მოსწავლეები ამბობენ, რომ დოდო კეზუას წინააღმდეგ ბავშვებს განცხადებები სპეციალურად დააწერინეს. მოსწავლეები ამბობენ, რომ ყველაფერი დირექტორისა და მასწავლებლის პირად დაპირისპირებას უკავშირდება.

სკოლის დირექტორი, მარიამ თავართქილაძე კი განცხადებას სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 15:00 საათზე გააკეთებს.

განათლების სამინისტრო თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს სწავლობს. ამის შესახებ სამინისტროში imedinews-ს უთხრეს. უწყების ცნობით, სკოლაში აუდიტის სამსახურია შესული და ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გააკეთდება.

იტვირთბა....