მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ქალაქის მერი ცოცხლად დაწვეს: ის არჩევნებში დაუმსახურებელ გამარჯვებაში დაადანაშაულეს

გვატემალაში, ერთ-ერთი ქალაქის მერი სასტიკად მოკლეს.

კორუფციასა და ოპონენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ქალაქ კონსეპსიონის მერი, 43 წლის ბაზილიო ჰურაკანა ადგილობრივებმა ცოცხლად დაწვეს.

ჰურაკანი კონკურენტმა სეკეკმა, არჩევნებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში დაადანაშაულა. რამდენიმე დღეში კი სეკეკის მანქანა დაცხრილეს. თავდასხმის დროს დაიღუპა მისი 17 წლის ქალიშვილი და დისშვილი, თავად პოლიტიკოსი კი მძიმედ დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსზე თავდასხმაში თავად მერიც მონაწილეობდა.

შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა მერის სახლთან შეიკრიბა, სახლიდან ძალდატანებით გამოიყვანეს და სცემეს. შემდეგ კი ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ჰურაკანი ძლიერი დამწვრბისგან გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ვაჟი კი, რომელიც დანით დაჭრეს, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

newposts.ge

იტვირთბა....