ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა რამიშვილი: ეს არ არის ისეთი გადამწყვეტი არჩევნები, რომ ივანიშვილი ჩაერთოს

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა დღეს, ტელეკომპანია “პირველის ეთერში” არჩევნებზე ისაუბრა.  კონკრეტულად იმაზე თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს 2017 წლის არჩევნების ბედს. მან ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ ფაქტორებს, რომლებიც ზოგადად ქართულ პოლიტიკაზე მოქმედებს.

“რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად განსაზღვრავს არჩევნების წარმატებას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და იქნება განმსაზღვრელი, ინსტიტუციონალური ფაქტორი არამარტო ქართული პოლიტიკის, არამედ ქართული რეალობის; ასეთი მასშტაბის ადამიანი მოქმედებს სოციალურ კულტურულ, სპორტულ ფაქტორებზე. ჩემი აზრით, მისი პირველი დანიშნულებაა უზრუნველყოფა იმისა, რომ მთავრობა თავს არ გავა, ხელისუფლებების ცუდი გამოცდილებები გვაქვს. მეორე – არ დაუშვას სადისტი პოპულისტები, რომლებიც ახლაც დაძრწიან ჩვენ გარშემო და ცდილობენ ძალაუფლებაში დაბრუნებას.

ივანიშვილი ძალიან დიდხანს იქნება პერსონალურად ფაქტორი ვიდრე კვირიკაშვილი იქნება პრემიერი. ივანიშვილს აქვს ის ნდობა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დებატებში ჩართული, არ აკეთებს განცხადებებს, ადამიანი, რომელიც მიდის საარჩევნო ყუთთან და ხაზავს 41-ს ფიქრობს ივანიშილის ფაქტორზე. ეს ასე მოხდა, ასე აეწყო და ეს ცუდი არ არის. ვისაც არ მოსწონს ეს, ჰა ბურთი და ჰა მოედანი. ღიაა პოლიტიკური სივრცე. არჩევნები შეფასებულია ამერიკის ელჩის მიერ, რომელიც მნიშვნელოვანი ავტორიტეტია ლიბერალებისთვის. საარჩევნო გარემო არის ძალიან კარგი და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს და თვლის, რომ პრობლემაა მოიგოს არჩევნები, დაარწმუნოს ხალხი”- აღნიშნა რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, ივანიშვილს გარკვეული მიზეზები აქვს იმისთვის, რომ მერობის კანდიდატის, კახა კალაძისთვის ღია მხარდაჭერა არ გამოუხატავს.

“იქნებ სხვა საქმეები აქვს ამ ადამიანს. იქნებ ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. მე ვიცი ჩემი გამოცდილებიდან, ვიცი შედეგები ამ არჩევნების. მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება არ არის საჭირო. ეს არის იოლი არჩევნები “ქართული ოცნებისთვის”. ივანიშვილი 2016 წელს იყო ჩართული და მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაზე თუ როგორ დამთავრდა არჩევნები. მაშინ იყო ეს საჭირო. ახლა ოპონენტებში განხეთქილება არის, ეს არჩევნები არ არის გადამწყვეტი” – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

იტვირთბა....