ქართველი მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარაიცვალა. ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) იყო.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).
მისი ძმა ირაკლი ოჩიაური აგრეთვე მოქანდაკე იყო.

