ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდთოვლობის გამო, საირმე-აბასთუმნის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ65-კმ90 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, ამავე გზის, კმ52-კმ64 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

იტვირთბა....