არჩევნები ახალი ამბები მთავარი

თამარ ჟვანიამ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ცესკოს შუალედური ანგარიში გააცნო

თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშის შესახებ ცესკომ ინფორმაცია დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა. დღეს მათ ანგარიში ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააცნო.

თამარ ჟვანიამ ანგარიშში ძირითადი აქცენტი გააკეთა საარჩევნო პროცესში საზოგადოების ჩართულობისთვის განხორციელებულ პროგრამებზე, ასევე საინფორმაციო და საიმიჯო კამპანიებზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის ცოდნის ამაღლებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

“2017 წელს, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის განახორციელა 6 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც 8 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების “საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები” და “საარჩევნო განვითარების სკოლის” კურსდამთავრებულები”, – განაცხადა ჟვანიამ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....