ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,არანაირი დაპირისპირება ქართულ ოცნებაში არ არის”

არანაირი დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ არ არის და ყველა ვცდილობთ რომ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ კალაძის კამპანია იყოს წარმატებული – ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუგული მაღრაძემ გააკეთა.

მაღრაძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის ნაწილსა და კახა კალაძეს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს.

მაღრაძე ამბობს რომ გავრცელებული ინფორმაცია იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც კახა კალაძის ოპონენტები აწარმოებენ.

„მე როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გეუბნებით, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ წიაღში წარმოშობილი ჭორები, ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, რასაც ეწევიან კალაძის მოწინააღმდეგეები. ყველა ხერხია გამოყენებული და მათ შორის ისიც, რომ თითქოს „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებებია და კალაძეს არ აწყობთ პირველ ტურში გამარჯვება და სხვა. შეხედეთ საარჩევნო კამპანიას, „ქართული ოცნების“ ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული და ყველა ცდილობს როგორც შეუძია ისე დაეხმაროს. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით კალაძის წინააღმდეგ მიმართული კონტრპროპაგანდის შემადგენელი კომპონენტი.

სულ ერთია, გგონიათ ექსპერტები დამოუკიდებლები არიან? ისინიც რაღაც პოზიციას გამოხატავენ და მათაც თავისი მოსაზრება აქვთ და შესაძლოა ზოგს ასე ჰგონია და ზოგს ისე ჰგონია, მაგრამ რეალურად არანაირი დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ არ არის და ყველა ვცდილობთ რომ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ კალაძის კამპანია იყოს წარმატებული და გამარჯვება იყოს მისი, რაშიც ჩვენ ეჭვი არ გვეპარება,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

წყარო: “პირველი რადიო”

იტვირთბა....