მაშველებმა მთებში დაკარგული გერმანელი ტურისტები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. დიდთოვლობის გამო ზეკარის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი ორი ტურისტი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება სჭირდებოდა.
ტურისტების დასახმარებლად ოპერატიულად ამუშავდა იმერეთის სამმართველოს ბაღდათის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს სპეციალური სამსახური.
მაშველებმა და პოლიციელებმა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.