ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

თბილისში, მომხმარებელმა როშენის შოკოლად “ქენდი ნათსში” მატლები აღმოაჩინა

მომხმარებელმა როშენის შოკოლად „ქენდი ნათსში“ მატლები აღმოაჩინა, -ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“2017 წლის 9 ოქტომბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარით გვაცნობა მაღაზია „სპარში“გასაყიდი როშენის შოკოლადის „ქენდი ნათსის“ შესახებ, რომელშიც მატლები აღმოაჩინა. საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია „სპარში“ (სს„ფუდმარტი“, ვაჟა-ფშაველას გამზ 2) შევიძინეთ როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“ და ლაბორატორიაში ანალიზისათვის ჩავაბარეთ.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედით, პროდუქტი აღმოჩნდა ობიანი, შიგთავსში მატლებით. გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....