ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქალაქების ხუთეული, სადაც ქალებისთვის ცხოვრება საშიშია

საქველმოქმედო ორგანიზაცია Thomson Reuters Foundation-მა იმ მეგაპოლისების სია გამოაქვეყნა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება საფრთხის შემცველია.
პირველ პოზიციაზე ეგვიპტის დედაქალაქი კაირო დასახელდა. მეორე ადგილი გაიყვეს პაკისტანის ქალაქმა ყარაჩმა და კონგოს დედაქალაქმა კინშასამ. ხუთეულში ასევე მოხვდა დელი (ინდოეთი) და პერუს დედაქალაქი ლიმა.
კვლევა ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა. ქალების შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო სექსუალური ძალადობის დონე, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, კულტურული ტრადიციების გავრცელება, ეკონომიკური შესაძლებლობა და განათლება.

primenewsgeorgia.ge

იტვირთბა....