ასობით ადამიანია შეკრებილი კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან, სადაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია. მიტინგის ორგანიზატორია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი.
კიევის ცენტრში, ,,მარინსკის“ პარკში ქვემეხები გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “აპოსტროფი” ავრცელებს. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ქვემეხები ქალაქის ცენტრში იმ დროს გამოჩნდა, როცა ოპოზიციური ძალების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.