ლონდონში დანით შეიარაღებული მამაკაცი მეტრო სადგურ “პარსონს გრინთან” გამვლელებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 კი დაშავდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ავრცელებს.
ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.ამ ეტაპზე პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად არ განიხილავს.