სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში სამშობლოსთვის დაღუპული 25 გმირია დასვენებული. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ყოფილი თადაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მამაა – მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონული კურატორი მამია ალასანია.
“მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს. ისინი ხალხის, ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.
ალასანიამ მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც 25 ქართველი გმირის აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენების ღონისძიებებში წვლილი შეიტანა.
“ეს 24-წლიანი ჭრილობა დღეს, მართლაც დაიხურა. აქ ყველა გმირია. არიან ავღანელი ვეტერანები, რომლებმაც დაიცვეს სოხუმი და შენობა, აქ არიან მთავრობის წევრები, ვინც არ დატოვეს სოხუმი და იყვნენ ბოლომდე სოხუმის მცველებად. მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს. ისინი ხალხის, ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, მათ, ვინც უდიდესი და ურთულესი საქმე გააკეთა. ასევე სასულიერო, საერო ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა და დააფასა მათი გმირობა. მე მგონია, რომ სწორედ, ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სამოქალაქო პანაშვიდი 11:00 საათიდან გაიმართება. დღესვე, 15:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ვინაობა დევნილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული არიან:
1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე – მინისტრთა საბჭო/ქ.სოხუმის მერი;
2. ალასანია მამია გიორგის ძე – მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი;
3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე – მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი;
4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე – მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე;
5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე – სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი;
6. ბერუაშვილი ბადრი – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე);
7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე – მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;
9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე – მებრძოლი;
11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე – მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების “იუპიტერის” დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა);
13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე – სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი;
14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
16. აბსანძე თენგიზი გივის ძე – მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი “იუპიტერი”;
17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე – მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;
18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე – მებრძოლი;
22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე – მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ “იუპიტერის” წევრი;
23. შარტავა ელგუჯა გივის ძე – მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ “იუპიტერის” წევრი;
24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე – მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი
25. მოსიძე მარია ვასილის ასული – მშვიდობიანი მოქალაქე.