“ახალი საქართველოს” ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” დაახლოებით 100 000 ადამიანი ჰყავს მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” 75 000 ადამიანი არალეგალურად ანაზღაურებული კოორდინატორად ჰყავს, 25 000 კი – ადმინისტრაციული რესურსითაა ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში. როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს, “ლიდერთა საბჭოს” შეხვედრაზე განაცხადა, საარჩევნო გარემო პარტიებისთვის სრულიად არათანაბარია. მისი თქმით, მმართველ გუნდს 100 000 ადამიანი ჰყავს მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს.
“ქართულ ოცნებას” დაახლოებით 100 000 ადამიანი ჰყავს მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე, ეს არის საარჩევნო რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ამაზე რომ უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ, საუბარი ზედმეტია. მთავარი თხოვნა უცხოელ სადამკვირვებლო მისიებთან რაც გვაქვს, საარჩევნო დღის მანძილზე არ გვინდა უცხოელი დამკვირვებლების დატვირთვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საღამოს 20:00 საათიდან ოქმის შეჯამებამდე იყოს უბანზე უცხოელი დამკვირვებელი, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მანიპულაცია ხმის დათვლის დროს.
მე მაქვს ინფორმაცია, თუ როგორ ემზადებიან უკვე: კომისიის წევრებზე მუშაობენ, ვითომ ოპოზიციურ პარტიებზე იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები მაქსიმალურად გაიადვილონ. ამის საწინააღმდეგოდ, ერთადერთი შესაძლებელია მხოლოდ კონსოლიდირებული მუშაობა. რა საერთო მაქვს პრორუსულ პარტიებთან?! მაგრამ გვინდა ვითანამშრომლოთ, შევზღუდოთ გაყალბებების შესაძლებლობები. მთავარი არის ხმის დათვლის პროცესი და სიტუაცია თბილისში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.