საქართველო-რუსეთის საზღვარზე ამ დროისთვის სატვირთო ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია მსუბუქი და ორხიდიანი ავტომობილებით.
შეზღუდვა გაუარესებულ მეტეოპირობებს უკავშირდება. კერძოდ, დარიალის ხეობაში ამ დროისთვის თოვს. თოვისა შეწყვეტის შემთხვევაში სატვირთო ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი გახდება.