ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლანჩხუთის სოფელ აცანაში მეწყერი ჩამოწვა

ლანჩხუთის სოფელ აცანაში მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილი, სადაც ამ წუთებში გზა ჩახერგილია, საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაა.

“სამწუხაროა ფაქტი! კიდევ უფრო სამწუხარო კი ის არის ,რომ ჯერ კიდევ პროექტირების დროს ვამბობდი(გამოცდილებიდან) და ვეუბნებოდი ხალხს ,რომ თეორიულად არსებობდა მეწყერის შეჩერების აღნიშნული მეთოდი, რომელიც პრაქტიკულად დადასტურებული არავის უნახავს -თქო! არ გამიგონეს თვითმმართველობაში”- აცხადებს  ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი.

ამ წუთებში ადგილზე სამაშველო და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურში ამბობენ, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელ სახლებს პრობლემა არ შექმნია,   ჩახერგილია  გზა და ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

იტვირთბა....