ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“: კალაძე ოპოზიციურ პარტიების ახალშექმნილ საბჭოს ეხმაურება

“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მაგათი საქმე დღეს… – ასეთი კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის თაობაზე.

“გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე? თავპირის მტვრევა, ხელკეტები, ცოცხები, სამსახურებიდან გამოყრა, დაშანტაჟება, ოჯახის წევრების დაჭერა განსხვავებული აზრის გამო, მე რამეს ხომ არ ვიგონებ? ახლა შევადაროთ, რა ხდება დღეს. ზოგი გამოდის და ამბობს, კალაძე ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობასო. რამდენი შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან, ყველაფერი ხომ შედარებითია, ამოვიღოთ და ვნახოთ, ვინ რამდენი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან, ვის რა პროგრამა აქვს და ა.შ.”,- განაცხადა კალაძემ.

“ლიდერთა საბჭოს” წარმომადგენლებმა, რომელშიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები შედიან, ისაუბრეს ზეწოლის შესახებ, რომელიც ოპოზიციური პარტიების მერობისა კანდიდატებზე ხორციელდება. ასევე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს.

იტვირთბა....