aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Björk-ის ორი კონცერტი თბილისში: რა ეღირება ბილეთი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, SOU ფესტივალის 2017 წლის პროგრამის ფარგლებში ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის ორი კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ facebook გვერდზე ვრცელდება.

მათი ინფორმაციით, კონცერტები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი ონლაინ www.tkt.ge-ზე. თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში კი, 17 ოქტომბრიდან.
ფასი: 50 ლარიდან – 570 ლარამდე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი ონლაინ www.tkt.ge-ზე. ოპერის სალაროებში კი, 17 ოქტომბრიდან.
ფასი: 80 ლარიდან -750 ლარამდე.

იტვირთბა....