ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი ტარიელაძის მკვლელობის ახალი დეტალები და მიმართვა შსს მინისტრს

“მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს _ აღადგინოს სამართალი, დააპატიმროს ირაკლი ტარიელაძის მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლები, დაიცვას ჩვენი უფლებები! ხალხო, გააგებინეთ ყველას, რომ 28 წლის ბიჭი შეეწირა ზონდერებს და კლანურ დაჯგუფებას, რომლებსაც პოლიცია მფარველობს”, _ აცხადებენ მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახის წევრები.

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები 28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ სახლში, ჭიშკართან ჩაცხრილეს. მკვლელობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მოწმის სახით რამდენიმე პირი დაკითხეს და გამოუშვეს, რადგან, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი არ არსებობდა.
ტარიელაძე გუშინ ბათუმში დაასაფლავეს, მანამდე კი ოჯახის წევრებმა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მიცვალებული დაასვენეს და გზა გადაკეტეს ერთი მოთხოვნით _ დააპატიმრონ ირაკლის მკვლელები.
“ნეტავ, ვის დაიჭერენ, ვის დედას გააუბედურებენ და შეტენიან ირაკლის მკვლელობას?! არ გამოუვათ, არ გავჩერდებით, რადგან ირაკლის მკვლელობის დამკვეთია აქვე მცხოვრები ს. მ. და შემსრულებლები კი გ. ს. დ. კ. ვითხოვთ სამართალს! _ ამბობენ მოკლულის ოჯახის წევრები.
ტარიელაძის დის _ ირმა ფუტკარაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იკვეთება კიდევ ერთი ახალი დეტალი:
სრულად: gurianews.com

იტვირთბა....