ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის სამხედრო ბაზას სოხუმის ორი სანატორიუმი ჩამოერთვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ერთობლივი სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ ოქმის “რატიფიცირება” მოახდინა. “შეთანხმება” 2010 წლის 17 თებერვლით თარიღდება.

ცვლილების მიხედვით კი, სიიდან ამოღებულია სამხედრო სანატორიუმები „სოხუმსკი“ და „სოხუმი“ [მოსკოვის სამხედრო ოლქის და სტრატეგიული სარაკეტო ძალების ყოფილი სამხედრო სანატორიუმები სოხუმში] სანაცვლოდ, რუსეთის სამხედრო ბაზის განლაგების ობიექტების სიაში შევიდა სოხუმში განთავსებული მცირე საკომუნიკაციო ცენტრი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია. სოხუმში მოსკოვის სამხედრო ოლქისა და საჰაერო თავდაცვის ძალების ორი სამხედრო სანატორიუმი, „სოხუმი“ და „სოხუმსკი“ 1950-იან წლებში აშენდა და საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ ფუნქციონირებდა.

იტვირთბა....