აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინასა და მოლდოვაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით უკრაინაში მკვლელობებს გეგმავდნენ

უკრაინაში რუსეთის მიერ შეკვეთილი მკვლელობები აღკვეთეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მთავარი სამიზნეები იყვნენ უკრაინელი ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები, სტრატეგიული საწარმოს ხელმძღვანელი და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის უცხოური ლეგიონის ჯარისკაცები. უკრაინაში 7 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოლდოვაშიც, სადაც კიდევ 3 ეჭვმიტანილი აიყვანეს.

უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ენიგმა 2.0“ რომლის შედეგადაც დააკავეს რუსული დაჯგუფების წევრები. უკრაინის უსაფრთხოება აცხადებს, რომ დაკვეთების შესრულებისთვის მათ დაგეგმილი ჰქონდათ როგორც სროლა, ისე მანქანების აფეთქება, ჯილდოდ კი რუსული სპეცსამსახურები მათ 100 000 დოლარამდე თანხას ჰპირდებოდნენ. დაკავებულთა შორისაა დაჯგუფების მეთაური 34 წლის პირი მოლდოვიდან, მისი ორი აგენტი, მათი თანამზრახველები უკრაინიდან, ევროკავშირიდან და არაღიარებული დნესტრისპირეთიდან.

ჩხრეკის დროს დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, საბრძოლო ყუმბარები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა აღმოაჩნდათ.

იტვირთბა....