დასავლეთ საქართველოში მოსულმა სტიქიამ ქუთაისამდეც მიაღწია. ძლიერმა წვიმამ ქუთაისში ქუჩები დატბორა. ფეხით სიარული ქალაქში ფაქტობრივად, შეუძლებელია. დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ქალაქის შემოსასვლელი წყალტუბოს მხრიდანაც.
შეგახსენებთ, გადაუღებლად წვიმს გურიაშიც, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქარი. ათეულობით სახლებს სახურავები აქვს გადამძვრალი. ინფორმაციას და ფოტოებს ადგილიდან “გურიანიუსი” ავრცელებს.
რიგ სოფლებში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. განადგურებულია ყანები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიწის ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.
გურიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.