ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროს ახალი სადგური დღეს უკვე მგზავრებს გადაიყვანს: რა დაჯდა სადგურის მშენებლობა

დღეს მეტროს სადგური “უნივერსიტეტი” საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ახალი მეტროს სადგური პირველ მგზავრებს დღეს, უკვე დღის მეორე ნახევრიდან მიიღებს.

მეტროს სადგურის მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროს სადგურ “უნივერსიტეტიდან” ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა. მისი ღირებულება დაახლოებით 83 მილიონი დაჯდა.

იტვირთბა....