ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ზუგდიდში, საკუთარ სახლთან დაჭრილი ბიზნესმენი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში, დაჭრილი ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ადგილობრივი ჰოსპიტალის ექიმები აცხადებენ, ქუჩულორია მძიმედაა დაჭრილი ბარძაყის არეში. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი ქუჩულორია გუშინ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....