ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუხიანში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

მუხიანის პირველ მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ცხედარს სისხლის კვალი ამჩნევია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა და მასზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....