ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აშშ-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე, ჩინეთისა და საფრანგეთის აღმასრულებელ დირექტორებს სუნილ საბარვალს (Sunil Sabharwal), პინგ სუნს (Ping Sun) და ერვი დე ვილროშესს(Hervé de Villeroché) შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორთა საბჭოს წევრები ნოემბერში, მონაწილეობას მიიღებენ სხდომაში, სადაც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას განიხილავენ. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მლნ ესდეერი. ეს, დაახლოებით, 42.3 მლნ აშშ დოლარია.